"სასოწარკვეთილი
დიასახლისების"
ვარსკვლავი, ვალერი მაჰაფი
71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას BBC
ავრცელებს."ემის" ჯილდოს
მფლობელი მსახიობის
გარდაცვალება მისმა
ოჯახმა დაადასტურა.
მსახიობის
წარმომადგენელმა, The Hollywood
Reporter-ს დაუდასტურა, რომ
ვარსკვლავი პარასკევს,
კალიფორნიაში
გარდაიცვალა. მას კიბოს
დიაგნოზი ჰქონდა.მაჰაფის
ქმარმა, ჯოზეფ კელმა
განაცხადა, რომ მან
"დაკარგა თავისი ცხოვრების
სიყვარული და ამერიკამ
დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე
მომხიბვლელი მსახიობი".