დღის მეორე ნახევრამდე
აღმოსავლეთ საქართველოს
უმეტეს რაიონში
მოსალოდნელია ხანმოკლე
წვიმა, ზოგან ძლიერი,
ელჭექი, შესაძლებელია
სეტყვა და ქარის
გაძლიერება, – ამის შესახებ
ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.სინოპტიკოსების
ცნობით, მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია,
აღმოსავლეთ საქართველოს
პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.მათივე ცნობით,
საფრთხის დონე საშუალოა.