ცარიელი, ფუჭი სიტყვები ვერ
აჩერებს ტანკებსა და
რაკეტებს. ამიტომ, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ
დასრულდეს ეს 17-წლიანი
ცარიელი სიტყვების დრო, -
განაცხადა ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ ლევან
მახაშვილმა, ნატო-ს
სამეკავშირეო ოფისის მიერ
გავრცელებულ
განცხადებასთან
დაკავშირებით.მისი თქმით,
საქართველოს დიდი წვლილი
აქვს შეტანილი ნატო-ს
ოპერაციებში და დროა,
ალიანსის გაფართოებასთან
დაკავშირებით პოლიტიკური
მზაობა ქმედით ნაბიჯებში
გადაიზარდოს."წვლილი
შევიტანეთ გლობალურ
უსაფრთხოებაში. იცით, რომ
საქართველო ძალიან
აქტიურად იყო და არის
ჩართული ნატო-ს
ოპერაციებში მთელი
მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი
თავდაცვის ძალები სრულად
თავსებადია ნატო-ს
ძალებთან. ამიტომ აქ კითხვა
ზედმეტია იმასთან
დაკავშირებით, ნატო-ში
წევრობისთვის საქართველო
მზად არის თუ არა. დღეს რაც
ნამდვილად გვაკლია, ეს არის
მზაობა იმისა, რომ ამ
რეგიონში ნამდვილად აქვს
სურვილი ნატო-ს
გაფართოების. გაფართოება
ნიშნავს გეოპოლიტიკურ
კონკურენციაში შესვლას და
ამისთვის არის აუცილებელი
არა მხოლოდ პოლიტიკური
მზაობა, რეალური ნაბიჯები“,
- განაცხადა ლევან
მახაშვილმა.ნატო-ს
სამეკავშირეო ოფისმა
განცხადება გაავრცელა,
სადაც აღნიშნულია, რომ უკვე
სამი ათწლეულია, რაც
საქართველო მტკიცედ
მიჰყვება ევროატლანტიკური
ინტეგრაციის გზას, ხოლო
"ნატო" მუდმივად მხარს
უჭერს საქართველოს
რეფორმებსა და
მისწრაფებებს.