ლევან მახაშვილი: შვედეთის პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობს, მისი მეორე მინისტრი მეორეს. თავად ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, რას ითხოვენ, თუ არ არის ქორწინება სავალდებულო, მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვენ „ოჯახური ღირებულებების კანონის“ გაუქმებას

Primetime.ge 1 საათი წინ 2
ლევან მახაშვილი: შვედეთის პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობს, მისი მეორე მინისტრი მეორეს. თავად ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, რას ითხოვენ, თუ არ არის ქორწინება სავალდებულო, მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვენ „ოჯახური ღირებულებების კანონის“ გაუქმებას
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობს, მისი მეორე მინისტრი მეორეს ამბობს, თავად ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, რას ითხოვენ, თუ არ არის ქორწინება სავალდებულო, მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვენ „ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.ლევან მახაშვილის თქმითვე, „თუ არაფერ შუაშია და ყველა წევრმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს, თავად უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხების რეგულირება, მაშინ რა უნდათ საქართველოსგან, რატომ გადადგეს ეს ქვეყანა და რატომ აზიანებენ სხვადასხვა ფორმით“.„სამწუხაროა, რომ წლიდან წლამდე არათუ უფრო მკაფიო ხდება გაწევრიანების პროცედურები, სტანდარტები და წესები, არამედ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება და ბევრი ქვეყანა ამ საკითხს იყენებს პოლიტიკურ იარაღად და პოლიტიკურ შანტაჟად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ჯესიკა როზენ კრანცს ულფ კრისტერსონის ნათქვამში კორექტივები შეაქვს და ამბობს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ. შვედეთის პრემიერის პოზიციასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ შვედეთის საელჩოს დამატებითი კითხვით მიმართა - ლგბტ პირების უფლებების სრულად დაცვაში იგულისხმება თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება. „ქრონიკა“ კითხვაზე პასუხს ელოდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია