ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში

Primetime.ge 2 თვის წინ 74
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ-კონგში
2024 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს ოფიციალურად გადასცა ნოტა ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაჰყონ რეგიონში 30 დღე.საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლით შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, მათ შორის ტურიზმის, ხალხთაშორისო კონტაქტების, ბიზნეს კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მგზავრობისას. საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ აქტიურად დაიწყო მუშაობა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმის შემოღების მიზნით. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ- კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს პროდუქციის წვდომას ჰონგ-კონგის სამომხმარებლო ბაზარზე. ჰონგ-კონგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ, სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრს. რეგიონში მსოფლიოს უმთავრესი კომერციული პორტებია წარმოდგენილი.ჰონგ-კონგში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მგზავრობის გადაწვეტილება საქართველოს და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული მორიგი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია.
სრულად წაიკითხეთ სტატია