თქვენ ნახეთ, რომ
მილიონიანი კონტრაქტი
არის დადებული ასეთი
აქტივობებისთვის, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა, რითაც
უპასუხა ჟურნალისტის
კითხვას ჯო უილსონის
განცხადებასთან
დაკავშირებით. საუბარია
სოციალურ ქსელში
გამოქვეყნებულ პოსტზე,
სადაც უილსონი აცხადებს,
რომ აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის
ავტორიზაციის აქტში
შეიტანა შესწორება,
რომელიც ეხება „ქართული
ოცნების“ მთავრობის
არაღიარებას.მისი
შეფასებით, ამგვარი
ქმედებები საინფორმაციო
ხმაურის შექმნას
ემსახურება.„თუ არ ვცდები,
წელზე მეტია, რაც ე.წ.
მეგობარი აქტი - მტრული
აქტი ასე ვთქვათ ტრიალებს
სხვადასხვა კაბინეტში და
ვინაიდან საბოლოოდ
გაირკვა, რომ ეს აქტი მზის
შუქს ვერ იხილავს, ახლა
რაღაც ახალი იდეა მოუვიდა,
იმისთვის, რომ
გამომუშავებული იყოს ის
დაფინანსება - მილიონიანი
კონტრაქტი. თან ერთი და
იგივე მსახიობები
მონაწილეობენ; ვხედავთ
კონგრესმენ უილსონს,
ვხედავთ ჟურნალისტს
აზერბაიჯანული გვარით,
რომელიც კიევის მედიის
თანამშრომელია და
ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ
ადამიანის თვითონ ეს
კონსტრუქციაც კი აჩვენებს,
რომ არის ჩვეულებრივად
დაქირავებული რუპორი,
რომლის დანიშნულებაც არის
ასეთი საინფორმაციო
ხმაურის შექმნა. ეს ხმაური
გადაივლის და მერე რას
აპირებენ? იგივე ბედი ეწევა
ამ ყველაფერს როგორც
მანამდე ყველა ამგვარ
მტრულ წამოწყებას“, -
აცხადებს პაპუაშვილი.