ჩინეთი 15 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმს უწესებს პორტუგალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის მოქალაქეებს

News.ge 2 თვის წინ 83
ჩინეთი 15 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმს უწესებს პორტუგალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის მოქალაქეებს

ჩინეთი 15 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმს უწესებს პორტუგალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის მოქალაქეებს
ჩინეთი 15 ოქტომბრიდან უვიზო რეჟიმს უწესებს პორტუგალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის მოქალაქეებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა პრესბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, ოთხი ევროპული ქვეყნის მოქალაქეები ჩინეთში 15 დღით უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ ბიზნესის, ტურიზმის, ნათესავების მონახულებისა და ტრანზიტის მიზნით.
უვიზო რეჟიმი 15 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ჩინეთი ასევე მოუწოდებს შესაბამის ქვეყნებს, გაუმარტივონ სავიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებსაც.
პირველი არხი

სრულად წაიკითხეთ სტატია