ჰელსინკის კომისია დღეს
საქართველოს შესახებ
მოსმენას გამართავს.
ოფიციალურ რელიზში წერია,
რომ მოსმენის
სახელწოდებაა
"პარტნიორიდან
პრობლემამდე: საქართველოს
ანტიამერიკული გადახვევა".
ტექსტში ამტკიცებენ, რომ
"ქართულმა ოცნებამ"
საქართველოს ინსტიტუტები
დაასუსტა და ძირი
გამოუთხარა საქართველოს
სუვერენიტეტს ჩინური
ინვესტიციების მოზიდვით.
შეხვედრაზე სალომე
ზურაბიშვილს, თინათინ
ხიდაშელსა და მკვლევარ ლუკ
კოფის
მოუსმენენ.ჰელსინკის
კომისიაზე განსახილველ
საკითხს მმართველ გუნდში
არასერიოზულს უწოდებენ და
იხსენებენ, თუ რა სახის
ეკონომიკური და
პარტნიორული კავშირები
აქვს მათ შორის შეერთებულ
შტატებსა და ევროკავშირს
ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკასთან. საუბარია
მილიარდობით დოლარის
სავაჭრო ბრუნვასა და
საინვესტიციო
ვალდებულებებზე, რომელიც
არსებობს ჩინეთსა და
დასავლურ სამყაროს შორის.
შესაბამისად, მმართველი
გუნდისთვის გაურკვეველია,
რატომ ცდილობს ჰელსინკის
კომისია, საქართველოს
ხელისუფლება
დაადანაშაულოს რაიმე
სახით ჩინეთთან
პარტნიორობაში"ეს არის
ჩვეულებრივი აბსურდი,
ცირკი და როდესაც ისინი
აპელიერებენ ჩინეთსა და
ჩვენ შორის ძალიან
მეგობრულ ურთიერთობაზე,
ესეც არის პარადოქსი,
იქიდან გამომდინარე, რომ
ამერიკის ვაჭრობა არის
ჩინეთთან 700 მლრდ დოლარი,
ევროკავშირის ვაჭრობა
არის 800 მლრდ დოლარამდე
ჩინეთთან. ზოგადად,
ამერიკის შეერთებული
შტატების სტრატეგიული
პარტნიორების ძალიან დიდი
სიაა, რომლებსაც
სტრატეგიული პარტნიორობა,
თავის მხრივ, ჩინეთთან აქვს
გაფორმებული. შესაბამისად,
ეს არის აბსოლუტურად
სასაცილო, რა ბრალდებასაც
ისინი გვიყენებენ და
ჩვენთვის, ძალიან
მნიშვნელოვანია ჩინეთთან
ასეთი ტიპის პარტნიორობა,
რეალური პარტნიორობა,
ვინაიდან, მოგახსენებთ, რომ
როდესაც გავაფორმეთ ეს
პარტნიორობა, მაშინვე
დაიწყო უვიზო მიმოსვლა,
გაფორმდა სავაჭრო
ხელშეკრულებები“, -
აცხადებს პარლამენტის
ფრაქცია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე ლევან
მაჭავარიანი.