ჩვენმა საზოგადოებამ უნდა
იცოდეს, რომ წარმოდგენილი
იყო 30 000 დამკვირვებელი,
რომელიც კრიტიკულად
აკვირდებოდა არჩევნებს,
ხელისუფლებასთან ლოიალური
კი არ იყო, არამედ
კრიტიკულად აკვირდებოდა
არჩევნებს, - განაცხადა
იურიდიულ საკითხთა
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარე ანრი
ოხანაშვილმა გადაცემაში
„იმედის კვირა“.როგორც მან
აღნიშნა, იმდენად
გამჭვირვალე და
წარმომადგენლობითი იყო
არჩევნების პროცესი, რომ
ოპოზიცია ვერაფერს ამბობს
და ამიტომ არიან გადასული
ახლა თვითშემოქმედებაში
და თვითილუზიაში, რომ რაღაც
საკითხები მოიგონონ.„76
საერთაშორისო ორგანიზაცია
აკვირდებოდა საპარლამენტო
არჩევნებს და მათ ჰყავდათ
1700 დამკვირვებელი. გარდა
ამისა, 111 ადგილობრივი
ორგანიზაცია აკვირდებოდა
არჩევნებს და ამ
ადგილობრივ ორგანიზაციებს
ჯამში ჰყავდათ 23 000
დამკვირვებელი. ამას
ემატება კიდევ მედია
ორგანიზაციები - 199 მედია
ორგანიზაცია იყო
წარმოდგენილი, 2800
წარმომადგენლით, რაც
ნიშნავს ჯამში 27 500
დამკვირვებელს. ამას
ემატება კონკრეტული
პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლები. ჩვენმა
საზოგადოებამ უნდა იცოდეს,
რომ წარმოდგენილი იყო 30 000
დამკვირვებელი, რომელიც
კრიტიკულად აკვირდებოდა
არჩევნებს,
ხელისუფლებასთან ლოიალური
კი არ იყო, არამედ
კრიტიკულად აკვირდებოდნენ
არჩევნებს.მანიპულაციებს
თვითონ რომ იგონებენ,
თვითილუზიაში რომ არიან,
თვითაღქმებში რომ არიან და
ამ ყველაფერს რომ იგონებენ,
ეს 30 000 დამკვირვებელი
არაფერს აკეთებდა? ხედავდა
და რეაქცია არ ჰქონდა თუ
რაშია საქმე? ამას იმიტომ
ვამბობ, რომ იმდენად
გამჭვირვალე იყო პროცესი,
იმდენად
წარმომადგენლობითი იყო
პროცესი, რომ ვერაფერს ვერ
ამბობენ და ამიტომ არიან
გადასული ახლა
თვითშემოქმედებაში და
თვითილუზიაში, რომ რაღაც
საკითხები მოიგონონ
თითქოს ხსნართან
დაკავშირებით, როგორც
თვითონ ამბობენ, რომ რაღაც
პრობლემა იყო და ვითომ
ხსნარი ეს ის ხსნარი არ იყო,
30 000 დამკვირვებლიდან ნუთუ
ერთმა მაინც ვერ გადაიღო,
ვერ აღბეჭდა და ვერ
წარადგინა საჩივარი? ეს ხომ
სრული ნონსენსია, რომ ასეთი
რამ მოხდა და 30 000
დამკვირვებლიდან ერთი
ვიდეო მტკიცებულება არ
აქვთ“, - განაცხადა ანრი
ოხანაშვილმა.