ჩვენი ხელისუფლების
პირობებში ამოქმედდა
საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამა, ყველა
მიმართულებით არის
განსხვავებული
დამოკიდებულება ადამიანის
მიმართ, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ „იმედის“
ეთერში.როგორც მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა, ასევე
3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური
პაკეტები.„ჩვენი
ხელისუფლების პირობებში
ამოქმედდა საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამა. ამის
ერთ-ერთი შედეგი არის ის,
რომ რამდენიმე წლით არის
გახანგრძლივებული
ადამიანის სიცოცხლის
სავარაუდო ხანგრძლივობა
ჩვენს ქვეყანაში, რაც არის
დადასტურებული
მონაცემები. ასევე
სოციალური პაკეტები
გაიზარდა საშუალოდ 3-4-ჯერ.
ყველა მიმართულებით არის
განსხვავებული
დამოკიდებულება ადამიანის
მიმართ“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.