"ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკური პოლიტიკა,
ჩვენი მთავრობისთვის,
პრემიერ-მინისტრის
ხელმძღვანელობით,
მიმართულია განვითარებული
ქვეყნების რიგში
საქართველოს შესაყვანად -
კეთილდღეობის და დოვლათის
ზრდისკენ. აღნიშნული გზა,
თავის მხრივ, ათობით
სხვადასხვა მიმართულებით
კომპლექსურ ძალისხმევას
საჭიროებს, მათ შორის,
როგორიცაა კერძო
ინვესტიციების
ხელშეწყობა, ფინანსებზე
ხელმისაწვდომობის ზრდა,
საექსპორტო ბაზრების
დივერსიფიცირება, ისევე,
როგორც ახალი სამუშაო
ადგილების შექმნა," - ამის
შესახებ ეკონომიკის
მინისტრმა, მარიამ
ქვრივიშვილმა ზესტაფონში,
"ჯორჯია მეტალის"
მეტალურგიული ქარხნის
გახსნის ოფიციალურ
ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას
განაცხადა.მისივე თქმით,
"ჯორჯია მეტალის"
მეტალურგიული ქარხნის
გახსნა ყოველივე
ზემოაღნიშნულის ნათელი
მაგალითია."დღევანდელი დღე,
დღევანდელი საწარმოს
გახსნაც არის ნათელი
მაგალითი ყოველივე
ზემოაღნიშნულის. როგორც
უკვე აღინიშნა, საწარმოში
დღევანდელი დღის
მდგომარეობით,
დასაქმებულია 400-ზე მეტი
ადამიანი, ინვესტიციის
მოცულობამ გადააჭარბა 80
მილიონ დოლარს და, რაც
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, საწარმოს
ყოველ წლიური წარმოება 400 000
ტონა სამშენებლო მასალას
გადააჭარბებს. სწორედ ეს
არის ის მოცულობა, რომელიც
დაემატება ჩვენს შიდა,
ქართულ სამომხმარებლო
ბაზარს და სწორედ ეს არის
ის მოცულობა, რომლითაც
შემცირდება ჩვენს
ქვეყანაში იმპორტის
საჭიროება," - განაცხადა
მარიამ ქვრივიშვილმა.