ჩვენი მხრიდან ლავროვის
განცხადება ცალსახად
დადებითად შესაფასებელია,
ამას მხოლოდ განცხადების
ჭრილში ვამბობ, რადგან ეს
ერთი პოზიტიური ნაბიჯია,
მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ
ამ განცხადებას ქმედითი
ნაბიჯებიც მოჰყოლოდა,
მაგალითად, ჩვენი დროებითი
ოკუპირებული ტერიტორიიდან
მათი ჯარების გაყვანა, –
ამის შესახებ „ქართული
ოცნების“ წევრმა, ირაკლი
კირცხალიამ
განაცხადა.კირცხალიას
კითხვა დაუსვეს სერგეი
ლავროვის განცხადებაზე,
რომლის მიხედვითაც,
„რუსეთი მზადაა,
საქართველოს, აფხაზეთსა და
სამხრეთ ოსეთს
ურთიერთობების
ნორმალიზებაში
დაეხმაროს“.მისი თქმით,
თითოეული განცხადება,
რომელიც პრობლემის
მშვიდობიანი გზით
მოგვარებას მოემსახურება,
მისასალმებელია.„როგორ
წარმოუდგენიათ ეს პროცესი,
თუნდაც მსჯელობა იყოს ამ
პროცესზე, სამოქმედო გეგმა,
თუ როგორ ფიქრობენ ამ
პროცესს. რაც შეეხება ე.წ.
აფხაზეთის საგარეო
უწყებას, დამერწმუნეთ,
ჩვენთვის მეორე
ხარისხოვანია ე.წ.
მთავრობიდან და უწყებიდან
რა განცხადება გაკეთდება.
არ მგონია, რომ აფხაზ და ოს
დებსა და ძმებში ამ ე.წ
მთავრობას ლეგიტიმაცია
საერთოდ ჰქონდეს. თითოეულ
განცხადებას, რომელიც ამ
პრობლემის მშვიდობიანი
გზით მოგვარებას
მოემსახურება,
მივესალმებით. ჩვენ ამ
ტერიტორიებს მხოლოდ
მშვიდობით დავიბრუნებთ. თუ
რუსეთი ამ სიტუაციას ხელს
არ შეუშლის, განცხადების
დონეზე ეს
უმნიშვნელოვანესი
განცხადებაა“, – განაცხადა
კირცხალიამ.