საქართველოს კულტურის
მინისტრმა თინათინ
რუხაძემ შეხვედრა გამართა
საქართველოში ყირგიზეთის
რესპუბლიკის
ახლადდანიშნულ ელჩთან
მაკსატ
მამიტკანოვთან.შეხვედრაზე
განიხილეს კულტურის
სხვადასხვა სფეროში
ორმხრივი თანამშრომლობის
გაღრმავების საკითხები;
მათ შორის, საუბარი შეეხო
ერთობლივი სამუშაო ჯგუფის
შექმნას. მინისტრმა ელჩს
საქართველოში
დიპლომატიური მისიის
დაწყება მიულოცა და მასთან
შემდგომი თანამშრომლობის
მზაობა
გამოთქვა.შეხვედრას
ესწრებოდნენ კულტურის
სამინისტროს საერთაშორისო
ურთიერთობების
დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ ბაკურაძე,
საქართველოში ყირგიზეთის
საელჩოს მრჩეველი ასილბეკ
ისაევი და აზიისა და
ოკეანეთის დეპარტამენტის
ცენტრალური და აღმოსავლეთ
აზიის სამმართველოს
მრჩეველი ნიკოლოზ
ჩალოევი.ინფორმაციას
კულტურის სამინისტრო
ავრცელებს.