გვაქვს ძალიან
მნიშვნელოვანი საგარეო
პოლიტიკური პრიორიტეტები
და მთავარი პრიორიტეტი,
ბუნებრივია არის
ევროინტეგრაცია. ჩვენ
ველოდებით ურთიერთობების
გადატვირთვას, რაც
ვფიქრობთ, ინტენსიურ
რეჟიმში მომავალი წლის
დასაწყისიდან
წარიმართება, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, მთავრობის
ამბიციური ამოცანაა, რომ 2028
წლისთვის ასოცირებისა და
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებით
გათვალისწინებული
ვალდებულებების 90%-ზე მეტი
შესრულდეს, რაც
უზრუნველყოფს იმას, რომ
საქართველო 2030 წლისთვის
ევროკავშირის წევრი
გახდება."გვაქვს ძალიან
მნიშვნელოვანი საგარეო
პოლიტიკური პრიორიტეტები
და მთავარი პრიორიტეტი,
ბუნებრივია არის
ევროინტეგრაცია. ჩვენ
ველოდებით ურთიერთობების
გადატვირთვას, რაც
ვფიქრობთ, ინტენსიურ
რეჟიმში მომავალი წლის
დასაწყისიდან
წარიმართება. ჩვენ გვაქვს
კონკრეტული
ვალდებულებები, რაც
გვეკისრება ასოცირებისა
და თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებით. ჩვენი
ამბიციური ამოცანაა, რომ 2028
წლისთვის ორივე
მიმართულებით ამ
ვალდებულებების 90%-ზე მეტი
შევასრულოთ, რაც საბოლოო
ჯამში, უზრუნველყოფს იმას,
რომ საქართველო მიაღწევს 2030
წლისთვის იმ საბოლოო
მიზანს, რომელიც გვაქვს
დასახული და ეს არის
ევროკავშირში ჩვენი
ქვეყნის სრულფასოვანი
ინტეგრაცია. ამისთვის, მათ
შორის არის საჭირო ქვეყნის
განვითარება ყველა
მიმართულებით, მათ შორის,
განსაკუთრებით ეკონომიკის
ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ
ეკონომიკური მაჩვენებლები
არ იქნება სათანადო,
ქვეყანას ევროკავშირში
არავინ მიიღებს. ამიტომ,
ყველა მიმართულებით
განვითარებას აქვს
მნიშვნელობა, იმისათვის,
რომ ჩვენ 2030 წლისთვის
მივაღწიოთ ევროკავშირში
საქართველოს სრულფასოვან
ინტეგრაციას და ამისათვის
ყველაფერი გაკეთდება“, -
განაცხადა პრემიერმა.