ჩვენი გზავნილი არის ის,
რომ დღეს სასამართლო არის
დამოუკიდებელი და
ყველაფერს გავაკეთებთ
სასამართლოს
დამოუკიდებლობის
დასაცავად, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, დღეს ვინც
მოქმედებს ბრიტანეთის
სახელით, ქართული
მართლმსაჯულების
დამოუკიდებლობის ხელყოფის
მიზნით, იგივე ძალა 2012
წლამდე ბოლომდე
მფარველობდა იმ
სიმახინჯეს, რაც
საქართველოს
მართლმსაჯულებაში
მოქმედებდა.„შემიძლია,
შეგახსენოთ რაც ხდებოდა
საქართველოში 2012 წლამდე
კონკრეტულად
მართლმსაჯულების
სისტემაში და როგორ
შეიცვალა სისტემა 2012 წლის
შემდეგ. სტატისტიკაზეც
მქონდა საუბარი ორჯერ,
სამჯერ, ზოგიერთ
შემთხვევაში 20-ჯერაც არის
გაუმჯობესებული
სტატისტიკა. იგივე
სტრასბურგის სასამართლოში
მიუხედავად იმისა, რომ
შეცვლილია სამართლებრივი
კულტურა, ამაღლებულია
სამართლებრივი კულტურა,
სამჯერ ნაკლები საქმეები
მიდის ქართულ
მართლმსაჯულებასთან
დაკავშირებით სტრასბურგის
სასამართლოში. ეს არის
უტყუარი მტკიცებულება არა
მარტო იმისა, რომ
რადიკალურად გაუმჯობესდა
2012 წლის შემდეგ ვითარება
სასამართლო სისტემაში,
არამედ ეს არის
მტკიცებულება, რომ დღეს
ქართული მართლმსაჯულება
ფუნქციონირებს ჯანსაღად.
აბსოლუტურად ლოგიკურია,
რომ მათ შორის ბრიტანულ
სანქციებთან
მიმართებითაც, ის ძალები,
თუ ის ძალა, ე.წ. დიფ სთეითი
იგულისხმება ამ
ყველაფერში, რომელიც
იწონებდა ათასგვარ
მანკიერებასა და
სიმახინჯეს ქართულ
მართლმსაჯულებაში 2012
წლამდე, დღეს იწუნებს
ჯანსაღ სასამართლო
სისტემას. აქ არის
პირდაპირი ლოგიკა - დღეს
ვინც მოქმედებს
ბრიტანეთის სახელით,
ქართული მართლმსაჯულების
დამოუკიდებლობის ხელყოფის
მიზნით, იგივე ძალა 2012
წლამდე ბოლომდე
მფარველობდა იმ
სიმახინჯეს, რაც
საქართველოს
მართლმსაჯულებაში
მოქმედებდა“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.