2022 წლის ივნისშიც გვითხრა
ევროკავშირმა, რომ არ
ვიყავით კანდიდატის
სტატუსის ღირსები. შემდეგ
ვნახეთ ევროკომისიის
ანგარიში, რომლის
წაკითხვისას აღმოვაჩინეთ,
რომ უკრაინასაც ვჯობდით,
მოლდოვასაც ვჯობდით და
ბევრ სხვასაც ვჯობდით, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა
ჟურნალისტებთან
საუბრისას.პარლამენტის
თავმჯდომარის თქმით,
მმართველი გუნდის გეგმას
ევროინტეგრაციის გზაზე
წინსვლა
წარმოადგენს.„ჩვენი გეგმა
არის ის, რომ წინ წავიწიოთ
ევროინტეგრაციის
პროცესში. ჩვენი გეგმა
არის, რომ 2030 წელს
საქართველო ყველა სხვა
კანდიდატ ქვეყანასთან
შედარებით ყველაზე
მომზადებული იყოს
წევრობისთვის.2022 წლის
ივნისშიც ფაქტი იყო, რომ
კანდიდატის სტატუსი არ
მოგვცეს და შემდეგ გაირკვა,
რომ ფაქტი იყო - ეს იყო
უსამართლო
გადაწყვეტილება. ამიტომ
ჩვენ სხვების უსამართლო
გადაწყვეტილებაზე
პასუხისმგებლობას ვერ
ავიღებთ და სხვის
უსამართლო
გადაწყვეტილებებს ვერ
მოვერგებით. ჩვენი
მოლოდინია სამართლიანი
გადაწყვეტილებები. როგორც
კი სამართლიანად მიიღო
გადაწყვეტილება
ევროკავშირმა, კანდიდატის
სტატუსი მოგვცეს. ამის
შემდეგაც, როგორც კი
სამართლიანად მიუდგება
საკითხს,
მოლაპარაკებებსაც
გახსნის. ჩვენ
უსამართლობას ვერ
მოვერგებით“, - განაცხადა
პაპუაშვილმა.