მაკა ბოჭორიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი არის გამოხატულება უდიდესი პატივისცემის და სურვილის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს

Primetime.ge 2 საათი წინ 1
მაკა ბოჭორიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი არის გამოხატულება უდიდესი პატივისცემის და სურვილის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში.„ბოლო პერიოდში, საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობები საკმაოდ მაღალი დინამიკით ვითარდება. ჩვენ ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში, განსაკუთრებით, სავაჭრო ეკონომიკური კუთხით. დღევანდელი შეხვედრა იყო საუკეთესო შესაძლებლობა, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ გვემსჯელა, გვესაუბრა ჩვენს ურთიერთობებზე, იმ პოტენციალზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს და, რა თქმა უნდა, მისი საუკეთესოდ გამოყენების შესაძლებლობებზე. ეს ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან არის გამოხატულება უდიდესი პატივისცემის და სურვილის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია