ძალიან მნიშვნელოვანია
ჩვენი ქვეყნის საგარეო
პოზიციების გაძლიერება და
ჩვენ გვაქვს, კონკრეტულად,
ევროინტეგრაციის
მიმართულებით ამბიციური
გეგმა, რომ 90 %-ზე მეტი
შევასრულოთ იმ
ვალდებულებებისა,
რომლებიც არის
გათვალისწინებული, როგორც
ასოცირების შეთანხმებით,
ისე თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებით
ევროკავშირთან, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, საქართველოს
ამბიციური მიზანია, 2030
წლისთვის გახდეს
ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი
ქვეყანა.„ჩვენი ამბიციური
მიზანია, 2030 წლისთვის
ქვეყანა გახდეს
ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი
ქვეყანა და ამისთვის ყველა
პირობა იქნება
მომზადებული, საქართველო
იქნება ყველაზე მეტად მზად
ევროკავშირში
ინტეგრაციისთვის, 2030 წელს.
ყველა თვალსაზრისით,
როგორც ვალდებულებების
შესრულების კუთხით, ისე
ეკონომიკური წინსვლის
თვალსაზრისით და ზოგადად,
ქვეყანაში არსებული
მდგომარეობის
გათვალისწინებით, იქნება
ეს დემოკრატია, ადამიანის
უფლებები, თუ ნებისმიერი
სხვა ასპექტი, რაც
დაკავშირებულია ქვეყნის
განვითარებასთან. ყველა
მიმართულებით გვექნება
ძალიან სერიოზული
პროგრესი, რაც არის
მნიშვნელოვანი იმისთვის,
რომ ჩვენი ქვეყანა
გაძლიერდეს, მოსახლეობას
ჰქონდეს ცხოვრების
უკეთესი პირობები,“-
განაცხადა მთავრობის
მეთაურმა.