ენერგომატარებლებზე
ფასების შემცირება პუტინს
ომის შეწყვეტას აიძულებს, –
აღნიშნულის შესახებ აშშ-ის
პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში
განაცხადა.„ენერგომატარებლების
ფასები მნიშვნელოვნად თუ
შემცირდება, პუტინი
ადამიანების მკვლელობას
შეწყვეტს.
ენერგომატარებლების ფასი
ბარელზე კიდევ ათი დოლარით
თუ შემცირდება, მას სხვა
არჩევანი არ დარჩება,
რადგან მისი ეკონომიკა
სავალალო
მდგომარეობაშია“, –
განაცხადა
ტრამპმა.ცნობისთვის, 8
აგვისტოს იწურება იმ
ულტიმატუმის ვადა, რომელიც
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ
პუტინს დაუწესა უკრაინაში
ომის შეწყვეტისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში,
აშშ-ის ლიდერი აცხადებს,
რომ რუსეთს – ახალ
სანქციებს, ხოლო მოსკოვის
სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან
ტარიფებს დაუწესებს.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ
მომდევნო 24 საათში
მნიშვნელოვნად გაზრდის
ტარიფებს ინდოეთისთვის,
რადგანაც ის არ ამბობს უარს
რუსული ნავთობის
შესყიდვაზე.