ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში - უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი

Primetime.ge 2 თვის წინ 89
ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში - უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი
ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი. მან გულთბილი მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს.„ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მშვიდობა“, - განაცხადა აზიზ აბდუჰაკიმოვმა.მან ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრიის როლზე.„ტურიზმი უფრო მეტია, ვიდრე - მოგზაურობა. ეს არის ხიდი, რომელიც გვაერთიანებს, საზღვრებს გვიხსნის, გამოცდილებას გვაძლევს კულტურულ დიალოგსა და ცხოვრების ახალ სტილზე. უზბეკეთში შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით სტრატეგიის შემუშავების ნაწილში, ასევე - საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან“, - განაცხადა თავის გამოსვლაში უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრმა.აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში იმართება სხვადასხვა სადისკუსიო პანელი.
სრულად წაიკითხეთ სტატია