გუშინდელი განცხადება
ნატო-ს წევრი ქვეყნების
პოზიტიურ
დამოკიდებულებაზე
მიუთითებს, ნატო-ს თავისი
სტრატეგიული ინტერესები
გააჩნია და დღესდღეობით, ეს
სტრატეგიული ინტერესები
მნიშვნელოვანწილად არის
გამოხატული იმ საომარ
დაპირისპირებაში, რომელიც
ევროპაში მიმდინარეობს
არა მხოლოდ ევროპაში,
არამედ ახლო
აღმოსავლეთშიც, – ამის
შესახებ პარლამენტის
პირველმა ვიცე-სპიკერმა,
გია ვოლსკიმ
განაცხადა.ვოლსკის თქმით,
მნიშვნელოვანია, რომ
ნებისმიერი გადადგმული
ნაბიჯი უზრუნველყოფდეს
საქართველოს
უსაფრთხოებას,
სტაბილურობას და
აგრესიული რუსეთის
მოქმედებების
განსაპირობებლად წითელი
ნაჭერი არ იყოს
აფრიალებული. ჩვენთვის
ნატო-თან ურთიერთობას
საგანგებო მნიშვნელობა
აქვს და არაერთხელ
დავამტკიცეთ, რომ ყველაზე,
მათ შორის წევრ ქვეყნებზე
მეტი რესურსი გაგვაჩნია,
რათა ერთად ვიზრუნოთ
საერთაშორისო
უსაფრთხოებაზე.
საქართველოს
უსაფრთხოებისთვის ნატო-ს
წევრობა მნიშვნელოვანია,
მაგრამ ამ საკითხის
ცალსახად განხილვა ასე
ადვილი არ არის, თუმცა
იმედი გვაქვს, მომავალში
დიდი ძალები გარკვეულ
პრინციპებზე
შეთანხმდებიან, რაც
მსოფლიოში უსაფრთხოებას
გულისხმობს. ჩვენთვის
ნატო-თან ურთიერთობის
ფორმა არის მნიშვნელოვანი,
რომელზეც არასოდეს უარი არ
გვითქვამს. ჩვენ ჩვენი
კონსტიტუციით განსაზღვრულ
საგარეო მიმართულებას არ
ვცვლით“, – განაცხადა
ვოლსკი.ნატო-ს
სამეკავშირეო ოფისმა
გაავრცელა განცხადება,
რომელშიც ნათქვამია, რომ
„ნატო მტკიცედ უჭერს მხარს
ბუქარესტის და შემდგომი
სამიტების
გადაწყვეტილებებს, რომ
საქართველო გახდება
ალიანსის წევრი“.