ჩვენზე მეტად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ელოდებიან 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს იმიტომ, რომ მათ ეშინიათ და არ სურთ ქართველებთან ახალი ომი - თამარ ჩიბურდანიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 67
ჩვენზე მეტად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ელოდებიან 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს იმიტომ, რომ მათ ეშინიათ და არ სურთ ქართველებთან ახალი ომი - თამარ ჩიბურდანიძე
ამ არჩევნებზე არჩევანს მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.მისი თქმით, 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს, განსაკუთრებულად ელოდებიან აფხაზები და ოსები, რადგან მათ ეშინიათ ქართველებთან ახალი ომის.„დღეს საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჩვენზე მეტად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები ელოდებიან 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგს იმიტომ, რომ მათ ეშინიათ, არ სურთ ქართველებთან ახალი ომი. მათ მოეწონათ მმართველი ძალის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენი ერთობის და შერიგების შესახებ. მართალია, არის ქვედა დინებები, მაგრამ აფხაზეთის მოსახლეობაში ქართველების მიმართ კეთილგანწყობაა.მინდა, ქართველმა ხალხმა გაიგოს, რომ ეს არჩევნები ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ამ არჩევნებზე არჩევანს მხოლოდ ჩვენთვის არ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. სწორედ მაშინ, როცა საარჩევნო ბიულეტენთან პირისპირ დავრჩებით და დავაპირებთ გავაფერადოთ ესა თუ ის საარჩევნო ნომერი, უნდა გაგვახსენდეს, რომ ჩვენ ხმა უნდა მივცეთ აფხაზ და ოს ძმებთან დაბრუნებას“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია