ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას არ მიეცეს შესაძლებლობა მომავალში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს - ირაკლი ზარქუა

Primetime.ge 2 თვის წინ 35
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას არ მიეცეს შესაძლებლობა მომავალში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს - ირაკლი ზარქუა
"სამწუხაროდ, გარკვეული ქვეყნების საელჩოები და ელჩები პირდაპირ იყვნენ ჩართული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. სამწუხაროა, მაგრამ ელჩებმა და გარკვეულმა საელჩოებმა თავიანთი ფუნქცია დაივიწყეს," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.მისივე თქმით, რამდენიმე საელჩო ქვეყანაში რევოლუციის მოხდენისთვის ხელის შეწყობას ცდილობდა."ჩვენ გვაქვს საქმე პირდაპირ მცდელობებთან, რომ რევოლუცია მოეხდინათ, დაეტრიალებინათ ტყუილი და სიცრუე - უამრავი თანხა იხარჯება და იხარჯებოდა ამასთან დაკავშირებით. ეს უნდა დასრულდეს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არცერთ უცხოურ ორგანიზაციას არ მიეცეს შესაძლებლობა მომავალში, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს - არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ელჩი, საელჩოს წარმომადგენელი თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით კიდევ გვექნება საკანონმდებლო ინიციატივები. დაანონსებული გვაქვს, მათ შორის, მედიის ნაწილში, რომ ბრიტანული მოდელი გადმოვიტანოთ ერთი ერთში, ასევე FARA - ამერიკული კანონი და თუ ესეც არ იქნა საკმარისი, შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესები იყოს დაცული," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
სრულად წაიკითხეთ სტატია