საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო
ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების 64-ე
რაუნდთან დაკავშირებით
განცხადებას
ავრცელებს.როგორც საგარეო
უწყების განცხადებაშია
ნათქვამი, შეხვედრაზე
საქართველოს მხრიდან
შეშფოთება გამოითქვა ბოლო
დროის ისეთ ქმედებებზე,
როგორებიცაა აეროპორტის
უკანონოდ, საერთაშორისო
სამართლის ფუნდამენტური
პრინციპებისა და ნორმების
დარღვევით ამუშავება,
რეგულარული ავიარეისების
დაწყება, რუსეთიდან
სოხუმში სარკინიგზო
მიმოსვლა და
ელექტრომატარებლის
ამოქმედება."25-26 ივნისს
გაიმართა ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების 64-ე
რაუნდი, სადაც საქართველოს
დელეგაციას საგარეო
საქმეთა მინისტრის
მოადგილე ლაშა დარსალია
ხელმძღვანელობდა.მოლაპარაკებების
ფარგლებში ქართულმა
დელეგაციამ ძირითადი
აქცენტი გააკეთა ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების დღის
წესრიგის მთავარ
საკითხებზე, როგორებიცაა
რუსეთის მიერ
ევროკავშირის შუამავლობით
დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებით ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების სრულად
შესრულების აუცილებლობა
და ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული პირებისა
და ლტოლვილების საკუთარ
სახლში უსაფრთხო და
ღირსეული დაბრუნება.ხაზი
გაესვა გალში
ინციდენტების პრევენციისა
და მათზე რეაგირების
მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი
წინაპირობების გარეშე
აღდგენის და გალსა და
ერგნეთში ხსენებული
მექანიზმის რეგულარულად,
ფუძემდებლური პრინციპების
შესაბამისად გამართვის
მნიშვნელობას.შეხვედრაზე
საქართველოს მხრიდან
მწვავედ დაისვა
ოკუპირებულ რეგიონებსა და
საოკუპაციო ხაზის
სიახლოვეს რუსეთის
საოკუპაციო ძალების მიერ
შექმნილი რთული
უსაფრთხოების,
ჰუმანიტარული და
ადამიანის უფლებათა მხრივ
არსებული გარემოს საკითხი.
შეშფოთება გამოითქვა ბოლო
დროის ისეთ ქმედებებზე,
როგორებიცაა აეროპორტის
უკანონოდ, საერთაშორისო
სამართლის ფუნდამენტური
პრინციპებისა და ნორმების
დარღვევით ამუშავება,
რეგულარული ავიარეისების
დაწყება, რუსეთიდან
სოხუმში სარკინიგზო
მიმოსვლა და
ელექტრომატარებლის
ამოქმედება.რუსეთისა და
საოკუპაციო რეჟიმების
წარმომადგენლებმა, ჩვეული
პრაქტიკის მსგავსად,
მოლაპარაკებების მაგიდა
დატოვეს დღის წესრიგის
ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე,
რომელიც ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებული პირებისა
და ლტოლვილების საკუთარ
სახლში დაბრუნებას
შეეხებოდა.ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებები შექმნილია
ევროკავშირის შუამავლობით
დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს
ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ შეთანხმების
საფუძველზე და მის მთავარ
განსახილველ საკითხებს
ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების შესრულება,
იძულებით გადაადგილებულ
პირთა და ლტოლვილთა
საკუთარ სახლში უსაფრთხო
და ღირსეული დაბრუნება,
რუსეთის ოკუპაციის
შედეგად შექმნილი
უსაფრთხოებისა და
ჰუმანიტარული პრობლემები
წარმოადგენს.მოლაპარაკებები
იმართება ევროკავშირის,
გაერო-სა და ეუთო-ს
თანათავმჯდომარეობით და
საქართველოს, რუსეთის
ფედერაციისა და ამერიკის
შეერთებული შტატების
მონაწილეობით. სამუშაო
ჯგუფის შეხვედრებს
ესწრებიან აგრეთვე
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე და ყოფილი
სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე დროებითი
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ისევე
როგორც ცხინვალსა და
სოხუმში რუსეთის
საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლები", –
აღნიშნულია
განცხადებაში.საქართველოს
საგარეო უწყების ცნობით,
მოლაპარაკებების მომდევნო
რაუნდი 2025 წლის 11-12 ნოემბერს
გაიმართება.