ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ - ლევან დავითაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 66
ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ - ლევან დავითაშვილი
ჩვენ დღეს ვაცხადებთ და საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვან დაპირებას ვიძლევით, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გვექნება პენსიების ამბიციური ზრდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“.მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ ეკონომიკური ზრდა შეუქცევადი იყოს.„ეკონომიკის ზრდა მოგვცემს საშუალებას, რომ პენსიები უფრო ამბიციურად გავზარდოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს კანონით დარეგულირებული პენსიების ზრდის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს ინფლაციას და გარკვეული ტიპის პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს. თუმცა ინდექსაციის მიღმა, პრემიერმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ გვექნება პენსიების ზრდა 2025 წელს და ეს ტენდენცია შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ანუ ინდექსაციის მიღმაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ და საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვან დაპირებას ვიძლევით, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად გვექნება პენსიების ამბიციური ზრდა. ეს ძალიან რთულია რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება შეუქცევადი იყოს, ამისთვის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დაბალანსებული უნდა იყოს, მაგრამ როგორც პრემიერმა თქვა, ჩვენ ამ ზღვარზე ყოველთვის ვივლით და მაქსიმალური გვექნება ბიუჯეტში სოციალური კომპონენტი, მაგრამ ისე რომ ამით ქვეყნის განვითარებას არ დავაზიანებთ“, - განაცხადა მინისტრმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია