ჩვენ ვფიქრობთ სერიოზული
რეფორმების გატარებას
ენერგეტიკის სფეროში და ეს
რეფორმები იქნება იმის
გარანტია, რომ მივაღწიოთ
თვითკმარობას, როდესაც
მოხმარებას გადააჭარბებს
გამომუშავება, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტში
ყოველწლიური მოხსენებით
გამოსვლისას, დეპუტატების
კითხვებზე
პასუხისას.პრემიერის
თქმით, ხელისუფლება
გეგმავს, რომ 2030 წელს
ქვეყანამ მიაღწიოს
თვითკმარობას.„რაც
შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ
გვაქვს გეგმა, რომ 2030
წლისთვის მივაღწიოთ
თვითკმარობას, როდესაც
მოხმარებას გადააჭარბებს
გამომუშავება. დაახლოებით
10 000 მეგავატია ამისათვის
საჭირო და მივყვებით
გეგმას. ჩვენ ვფიქრობთ
სერიოზული რეფორმების
გატარებას ენერგეტიკის
სფეროში და ეს რეფორმები
იქნება იმის გარანტია, რომ
ეს გეგმა პირნათლად
შესრულდება“, - განაცხადა
პრემიერმა.