ჩვენ ვიღვწით იმისკენ, რომ
2030 წლისთვის, თუკი მოხდება,
რომ პოლიტიკური
გადაწყვეტილებების
შესაბამისად, ევროკავშირი
გახსნის კარს ახალი
წევრებისთვის, საქართველო
იყოს ერთ-ერთი მომზადებული
ქვეყანა ყველა
მიმართულებით, - განაცხადა
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა ილია
დარჩიაშვილმა ქვეყნის
ევროინტეგრაციის გეგმებზე
საუბრისას.„საქართველოს
მოქმედი ხელისუფლების
პირობებში ჩვენ მივაღწიეთ
ყველაზე ხელშესახებ
შედეგებს ევროპული
ინტეგრაციის გზაზე და
საქართველო
თანმიმდევრულად
ინტეგრირდება ევროპულ
ოჯახში - ეს არის ჩვენი
მთავარი გზა, რადგან ჩვენ
მიგვაჩნია, რომ სწორედ
ევროპულ ოჯახში
საქართველოს უნდა ჰქონდეს
ძალიან ღირსეული
ადგილი.ამის პარალელურად,
ევროპულ ოჯახში
გაწევრიანება ეს არ არის
ერთდღიანი ან ორდღიანი
პროცესი. ჩვენ ბოლო 12 წლის
განმავლობაში ჩვენ ძალიან
თანმიმდევრულად
ვახორციელებთ სხვადასხვა
მიმართულებით რეფორმებს,
რომელიც ხელს უწყობს, რა
თქმა უნდა, ჩვენს ევროპულ
ინტეგრაციას და რომელსაც
უკვე კონკრეტულად
მოტანილი აქვს
შედეგები.ჩვენ მივიღვწით
იმისკენ, რომ 2030-თვის, თუკი
მოხდება ის, რომ პოლიტიკური
გადაწყვეტილებების
შესაბამისად, ევროკავშირი
გახსნის კარს ახალი
წევრებისთვის, საქართველო
იყოს ერთ-ერთი მომზადებული
ქვეყანა ყველა
მიმართულებით, ამიტომ
მომავალი ოთხი წლის
განმავლობაში ეს იქნება
მამოძრავებელი ძალა“, -
განაცხადა დარჩიაშვილმა.