ჩვენ ვიქნებით ის ლოკომოტივი, რომელიც არჩევნების გზით, მშვიდობიანად 26 ოქტომბერს შეძლებს ხელისუფლების გადაბარებას - ლევან სანიკიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 83
ჩვენ ვიქნებით ის ლოკომოტივი, რომელიც არჩევნების გზით, მშვიდობიანად 26 ოქტომბერს შეძლებს ხელისუფლების გადაბარებას - ლევან სანიკიძე
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მათ მოლოდინებზე საუბრობს. დღის კურიერის ეთერში ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, შეძლებენ ხელისუფლების გადაბარებას და კოალიციური მთავრობის ფორმირებას."მე შემიძლია ვისაუბრო "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" სახელით. შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენ ვიქნებით ის ლოკომოტივი, რომელიც არჩევნების გზით, მშვიდობიანად, 26 ოქტომბერს შეძლებს ქვეყანაში "ქართული ოცნების" დასრულებას. მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ამ წუთას არის ის განწყობა ჩვენს მოსახლეობაში, მათ შორის ის აღშფოთება, რომელსაც "ქართული ოცნება" ბოლო ორი თვის განმავლობაში გაკეთებული განცხადებების გამო იმსახურებს, ამ აღშფოთების გამო, მე და ჩემი პარტია დარწმუნებულები ვართ, რომ არ დარჩება ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში რაიმე ფორმით მანიპულაციების განხორციელების რესურსი და 26 ოქტომბერს, შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაბარებას", - ამბობს ლევან სანიკიძე.კითხვაზე, აღიარებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებს, რაც უნდა მიუღებელი იყოს მათთვის, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ სხვა სცენარს და შედეგებს არ განიხილავენ."ჩვენ 100 %-ით ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი ფორმით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ამომრჩეველი ამ არჩევნებზე, დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე გამოცხადდება საარჩევნო უბნებთან და დაიცავს თავის ქვეყანას. ჩვენ გვჯერა, რომ 27 ოქტომბერს დილა იქნება ახალი 26 მაისი და არა 25 თებერვალი. ჩვენ დიდი წარმოდგენის ვართ ქართველ ხალხზე," - აცხადებს ლევან სანიკიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია