„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით, რევოლუციური სცენარი გაახარებს მტრებს“ - გიორგი გახარია

Primetime.ge 1 კვირა წინ 2
„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით, რევოლუციური სცენარი გაახარებს მტრებს“ - გიორგი გახარია
გიორგი გახარიას გუნდი ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ემზადება. განცხადება "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ პარტიის ყრილობაზე გააკეთა.დღევანდელ პარტიულ ღონისძიებაზე, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. ყრილობაზე ითქვა, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით.ამასთან, გიორგი გახარიამ საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა.„ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია