„კურიერის“ ინფორმაციით,
ირაკლი კუპრაძე და ბერდია
სიჭინავა ბერლინში, გიორგი
გახარიასთან შესახვედრად
გაემგზავრნენ.არსებული
ინფორმაციით, "ლელო
საქართველოსთვის"
გენერალური მდივანი და
"გახარია საქართველოსთვის"
აღმასრულებელი მდივანი,
გიორგი გახარიამ დაიბარა,
რადგან პარტიები 4
ოქტომბრის
თვითმმართველობის
არჩევნებისთვის
კანდიდატებზე ვერ
თანხმდებიან.პარტია
"ლელო-ძლიერი საქართველოს"
საერთაშორისო მდივნის,
გრიგოლ გეგელიას
განცხადებით, მსგავსი
შეხვედრის შესახებ
ინფორმაციას არ ფლობს,
შესაძლოა ამ
შეხვედრისთვის მისი
გუნდის წევრები
გაემგზავრნენ, ან არ
გამგზავრებულან.ორი დღეა
არ გვისაუბრია, არ მეცალა
არც მე და არც მას, ასე რომ
არ ვიცი. ჩემთვის არ არის
მსგავსი შეხვედრის
შესახებ ცნობილი. შეიძლება
გაემგზავრნენ, შეიძლება არ
გამგზავრებულან, არ ვიცი.
ჩვენ ძალიან ბევრს
დავდივართ ქვეყნის
შიგნითაც და ქვეყნის
გარეთაც. ვართ ძალიან ახლოს
იმასთან, რომ საზოგადოებას
წარვუდგინოთ ის ადამიანი
და ადამიანთა ჯგუფი,
რომელიც იბრძოლებს ამ
ქალაქის და საქართველოს
სხვადასხვა ქალაქების და
სივრცეების
დასაბრუნებლად", -
განაცხადა გრიგოლ
გეგელიამ.