პარლამენტის გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილის, ლადო ბოჟაძის
განცხადებით, მმართველი
გუნდი ევროპული ქვეყნების
ელჩებისგან გუშინდელი
აქციის ძალადობრივი
ნაწილის შეფასებას
ელოდება.მისი განმარტებით,
არცერთი საელჩოსგან არ
დაგმობილა აქციის
მონაწილეების მხრიდან
ძალადობა და ისინი მხოლოდ
იმაზე აკეთებდნენ აქცენტს,
პოლიცია სწორად იქცეოდა თუ
არა."სამწუხაროდ, არა
მხოლოდ გუშინდელი
ინციდენტი, არამედ მთელი ის
პროცესები, რომლებიც
დეკემბრის თვეში
მიმდინარეობდა ჩვენს
ქვეყანაში, არცერთი
საელჩოსგან ჩვენ
ძალადობის დაგმობა ამ
მიმართულებით არ
მოგვისმენია. მუდმივად
კეთდებოდა აქცენტი
პოლიცია რამდენად სწორად
იქცევა ან არ იქცევა, თუმცა
არცერთხელ დაუგმია ის, რომ
150-ზე მეტი პოლიციელი არის
დაშავებული; ის, რომ
დაზიანდა საქართველოს
პარლამენტის შენობა.
აღმოჩნდა, რომ საელჩოები,
ამ შემთხვევაში,
კონკრეტული სახელმწიფოს
ელჩები იყვნენ იმ
ენჯეოებთან ერთად
შეხვედრაზე და
განიხილავდნენ
საქართველოში ადამიანების
უფლებების მდგომარეობას,
რომლებიც აფინანსებენ და
ეხმარებიან კონკრეტულ
ადამიანებს, სხვა
ადამიანების უფლებების
დარღვევაში. ამიტომ, ჩვენ
ველოდებით, ერთი მხრივ,
კონკრეტულად ამ ელჩების ან
სხვა ელჩების მხრიდან
გუშინდელი აქციის
ძალადობრივი ნაწილის
შეფასებას", - განაცხადა
ლადო ბოჟაძემ.