ბრიუსელში ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრების მიერ
საქართველოს საკითხზე
მსჯელობას მმართველ
გუნდში
აფასებენ.პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის,
არჩილ გორდულაძის
განცხადებით, მათი
სურვილია
გადაწყვეტილებები
ობიექტურ საფუძველზე იყოს
დაფუძნებული და არა
შანტაჟსა და ისეთ
უსაფუძვლო განცხადებებზე,
რომლებიც, მისი თქმით,
არაერთხელ
გაკეთებულა."მოლოდინზე
საუბარი საკმაოდ რთულია,
მათ შორის, როდესაც ვხედავთ
ისეთ უსაფუძვლო
განცხადებებს, რომელიც
არაერთია. გვახსოვს, ხუთი
რეზოლუცია, სადაც
ევროპარლამენტი
მოგვიწოდებდა, რომ
დასანქცირებული ყოფილიყო
მეცენატი და ჩვენი პარტიის
საპატიო თავმჯდომარე,
ბიძინა ივანიშვილი,
გაგვეთავისუფლებინა
დამნაშავე რეჟიმის
შემქმნელი მიხეილ
სააკაშვილი, დავით
კეზერაშვილი - მისტერ
ოფშორი ნახსენები იყო,
როგორც მედია მაგნატი,
მაშინ, როდესაც ეს ადამიანი
ხანდაზმულ ადამიანებს
ევროპაში ძარცვავს და ახლა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ
თურმე რუსეთშიც კი
საქმიანობდა, რუსეთში
ნაშრომ ფულით ცდილობს, რომ
გამოიყენოს ჩვენ
ქვეყანაში გადატრიალების
მცდელობისთვის.ასეთი
განცხადებები რომ კეთდება
ხოლმე, ასეთ რეზოლუციები
რომ არის ხოლმე მიღებული,
აქედან გამომდინარე,
ყოველთვის გვაქვს
რეაქციები, ისე, როგორც
ღირსეულ ადამიანებს
შეეფერებათ. ჩვენ ვართ
ოპტიმისტი ადამიანები და
გვაქვს სურვილი, რომ
განცხადებები და
გადაწყვეტილებები
დაფუძნებული იყოს
ობიექტურ გარემოებებზე,
ობიექტურ საფუძველზე და
არა შანტაჟზე და თითის
ქნევაზე, რომელი
სამწუხაროდ არაერთხელ
გვინახავს", - განაცხადა
არჩილ გორდულაძემ.