„ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს, დაინიშნოს არჩევნები“ - სალომე სამადაშვილი ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 6
„ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს, დაინიშნოს არჩევნები“ - სალომე სამადაშვილი ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე
ოპოზიცია დღეს სალომე ზურაბიშვილს დოკუმენტს წარუდგენს, რომელშიც ახალი არჩევნების ჩატარების პირობებზეა საუბარი. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალებმა კონსულტაციები, გუშინ, დღის ბოლოს გამართეს.მათი განცხადებით, იმსჯელეს როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. მანამდე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" ლიდერებს ორბელიანების სასახლეში მისვლა და ახალი არჩევნების თარიღზე მსჯელობა შესთავაზა.მისი განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება. მმართველი გუნდი პოლიტიკურ ფარსზე საუბრობს და ოპონენტებს დესტრუქციაში ადანაშაულებს."ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი პრეზიდენტთან ერთად სამ საკვანძო საკითხზე მუშაობენ."ჩვენ ერთობლივად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს, დაინიშნოს არჩევნები და მესამე ეს არის იმ საკვანძო საკითხების გადაწყვეტა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში გვქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია