ალასკაზე ვლადიმირ
პუტინთან შეხვედრის წინ,
თეთრი სახლის მეთაურმა,
დონალდ ტრამპმა განაცხადა,
რომ არ არის დარწმუნებული,
შეძლებს თუ არა ცეცხლის
დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე
შეთანხმების
მიღწევას.ამასთან, აშშ-ის
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ
ვლადიმირ პუტინს
გარიგების დადება
სურს.კითხვაზე, შეუძლია თუ
არა სანქციებით მუქარას
პუტინზე გავლენის მოხდენა,
აშშ-ის პრეზიდენტმა
უპასუხა, რომ „ყველაფერს
აქვს გავლენა“.მან დასძინა,
რომ ინდოეთის წინააღმდეგ
დაწესებულმა მეორადმა
ტარიფებმა „ფაქტობრივად
აიძულა ის, უარი ეთქვა
რუსეთისგან ნავთობის
ყიდვაზე“.