ჩვენ და ჩვენს შვილებს
აშანტაჟებდა ევროპული
ბიუროკრატია, როცა 2022 წლის
ივნისში არ მოგვანიჭეს
სტატუსი, მერე
წელიწად-ნახევარი არ
მოგვანიჭეს სტატუსი და
შემდეგ არ გაგვიხსნეს
მოლაპარაკებები, -
განუცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებს.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, მოლდოვას
მიანიჭეს სტატუსი, რომელიც
არის კორუფციაში ჩაძირული
ქვეყანა.„რაც შეეხება
ევროპას, თეორიულად
წარმოიდგინეთ, 2022 წლის
ივნისში მოგვანიჭეს
კანდიდატის სტატუსი, მერე
რამდენიმე თვეში
გაგვიხსნეს
მოლაპარაკებები და
გაგრძელდა ეს პროცესი, ხომ
იქნებოდა ჩვეულებრივად
გაგრძელებული
ურთიერთობები, მაგრამ
ვიღაცას მოუნდა, რომ
კანდიდატის სტატუსი
გამოეყენებინა
საქართველოს წინააღმდეგ,
რათა ჩვენი ქვეყანა
ჩაერთოთ ომში. რომ
მოენიჭებინათ სტატუსი,
არავითარი პოლემიკაც კი არ
იქნებოდა ევროპულ
სტრუქტურებთან.2024 წლის 28
ნოემბერს ჩვენ ვთქვით, რომ
ჩვენი მხრიდან აღარ
დავაყენებდით დღის
წესრიგში მოლაპარაკების
გახსნის საკითხს, ეს რას
მოჰყვა - ჯერ 2022 წლის ივნისში
არ მოგვანიჭეს კანდიდატის
სტატუსი და ამ საკითხს
იყენებდნენ შანტაჟისთვის
სწორედ ჩვენი შვილებისა და
მოქალაქეების წინააღმდეგ.
შემდეგ, წელიწად-ნახევრის
განმავლობაში ჩვენს
მოქალაქეებს და ჩვენს
შვილებს აშანტაჟებდნენ
ევროპელი ბიუროკრატები,
როცა არ გვანიჭებდნენ
კანდიდატის სტატუსს,
შემდეგ უკვე 2023 წლის
დეკემბრიდან განაგრძეს
ჩვენი და ჩვენი შვილების
შანტაჟი, როცა არ
გვიხსნიდნენ
მოლაპარაკებებს,
სამარცხვინოა.ჩვენ და
ჩვენს შვილებს
აშანტაჟებდა ევროპული
ბიუროკრატია, როცა 2022 წლის
ივნისში არ მოგვანიჭეს
სტატუსი, მერე
წელიწად-ნახევარი არ
მოგვანიჭეს სტატუსი და
შემდეგ არ გაგვიხსნეს
მოლაპარაკებები. ეს მისცეს
მოლდოვას. მოლდოვას
მიანიჭეს სტატუსი, რომელიც
არის კორუფციაში ჩაძირული
ქვეყანა, უსუსტესი
ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი
ქვეყანა და აქ ჩვენ
გვეძახიან პრორუსებს და არ
გვანიჭებენ კანდიდატის
სტატუსს, ეს ხომ
სამარცხვინოა“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.