ევროპისა და კლიმატის
საკითხებში გერმანიის
საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილის, ანა
ლიურმანის განაცხადებით,
ლუქსემბურგში
ევროკავშირის საგარეო
საქმეთა მინისტერიალზე
განხილული იქნება
საქართველოში არსებული
ვითარება.მისი თქმით,
საქართველოს დღევანდელი
მთავრობა დაბრკოლებებს
ქმნის ევროკავშირის
გზაზე.„სრულიად ნათელია,
რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ
საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების გზაზე,
თუმცა ეს არ ეხება
საქართველოს ამჟამინდელ
მთავრობას, რომელიც
დაბრკოლებებს უქმნის
ევროკავშირისკენ ამ გზას.
მნიშვნელოვანია, რომ
ქართველ ხალხს ჰქონდეს
უფლება, თავისუფლად
გადაწყვიტოს საკუთარი გზა.
ამიტომ არჩევნების
თავისუფლად და
სამართლიანად ჩატარება
მართლაც მნიშვნელოვანი
საკითხია“, – განაცხადა ანა
ლიურმანმა.