სიმართლე გითხრათ, იმდენად
გაოცებული ვიყავი, რომ
საკუთარ თავს ვეუბნებოდი:
"იმუშავე, გადაიღე". მერე
ვცდილობდით, გადაგვერჩინა
ეს მასალა, - ამის შესახებ
ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა
პოლიტპატიმარმა გიორგი
აბდალაძემ, 2011 წლის 26 მაისის
დარბევაზე საუბრისას,
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე
განაცხადა.როგორც მან
აღნიშნა, ცემას გადაარჩინა,
"ასოშიეიტიდ პრესის"
ფოტორეპორტიორის, ეფრემ
ლუკაცკის ინგლისურად
საუბარმა, რომელიც მათ
საცემრად წამოსულ პირებს
ეუბნებოდა რომ პრესის
წარმომადგენელი იყო.
აბდალაძემ გაიხსენა ისიც,
რომ რამდენიმე რკალი იყო
გაკეთებული, რათა
მომიტინგეები ადგილიდან
ვერ გასულიყვნენ, ამიტომ,
ადამიანების ნაწილი
პარლამენტის
მოპირდაპირედ, სამშენებლო
თხრილში იმალებოდა."რომ
ავიხედეთ ზემოთ, დავინახეთ
პარლამენტის სახურავიდან
ადამიანები, ვინც კამერით
მუშაობდნენ, იღებდნენ და
სავარაუდოდ, ალბათ
მიმართულებებს აძლევდნენ,
იმიტომ, რომ ჟურნალისტები
ვინც იყვნენ, ყველას
დასდევდნენ, განურჩევლად
ყველას სცემდნენ თითქმის.
მე შემიძლია ვთქვა, რომ
გადამარჩინა ეფრემ
ლუკაცკის ინგლისურად
საუბარმა, რომ მოდიოდნენ
ჩვენს საცემად ეს
ეუბნებოდა ინგლისურად, რომ
"ასოშიეიტიდ პრესის"
წარმომადგენელი იყო და
ჩერდებოდნენ. ჩვენდა ბედად,
"ასოშიეიტიდ პრესის" ოფისი
იყო ახლოს "მერიოტთან".
რამდენიმე რკალი იყო
გაკეთებული, რომ ვერც ერთი
მომიტინგე ვერ გასულიყო და
მათ შორის, ჟურნალისტებიც.
სრულიად შემთხვევით
ვიღაცებმა შეძლეს [გასვლა],
მახსოვს, რომ უამრავი
ადამიანი, ახლა რომ
მუზეუმია, პარლამენტის
მოპირდაპირე მხარეს, იქ
დიდი სამშენებლო თხრილი
იყო, იქ იმალებოდნენ და
გამთენიისას დატოვეს ეს
ადგილები." - განაცხადა
გიორგი აბდალაძემ.2003–2012
წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და
პოლიტიკურ პარტიებში
გაერთიანებული მოქმედი და
ყოფილი თანამდებობის
პირების 2003 წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, გიორგი
აბდალაძესთან ერთად, ნათია
გედენიძეს და ირაკლი
გედენიძეს მათი უფლებების
შელახვის ფაქტებთან
დაკავშირებით მოუსმენენ,
რაც საზოგადოებისთვის
"ფოტოგრაფების საქმის"
სახელით არის ცნობილი.