ჩვენ ასე გვესახება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - სალომე სამადაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 75
ჩვენ ასე გვესახება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - სალომე სამადაშვილი
სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებები კეთდება - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ოკუპაციის პრობლემის მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანების გზით არის შესაძლებელი."ჩვენ ასე გვესახება ოკუპაციის პრობლემის მოგვარება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ თანამოქალაქეებს ექნებათ ყველანაირი მოტივაცია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ის ძალიან რთული პროცესი, რასაც ჰქვია მშვიდობიანი გზით ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა," - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზად არის, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს."
სრულად წაიკითხეთ სტატია