ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მივესალმებით საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით - პიტერ ფიშერი

Primetime.ge 2 თვის წინ 67
ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მივესალმებით საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით - პიტერ ფიშერი
ჩვენ არ გვსურს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მივესალმებით საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცით, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა.დიპლომატი ამბობს, რომ საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს."არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი სცენარია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა ვარიანტი დევს მაგიდაზე. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცით. ჩვენ არ გვსურს ამის შეწყვეტა. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ შეძლონ გადაადგილება. სწორედ ამიტომ გაიხსნა შენგენის სივრცე ქართველებისთვის. თქვენ ძალიან სასურველები ხართ. ასე რომ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები ვართ 30 წელია და ჩვენ ვისურვებდით, რომ გავაგრძელოთ ეს, მაგრამ პარტნიორობა ორმხრივია. ვფიქრობ სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია," - განაცხადა პიტერ ფიშერმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია