“ყველა ის ნაბიჯი, რომელიც
ტექნიკური თვალსაზრისით
არის აუცილებელი
ევროკავშირში
გასაწევრიანებლად, უნდა
გადაიდგას“ - ამის შესახებ
განცხადება პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარე, დავით
მათიკაშვილმა
გააკეთა.როგორც დავით
მათიკაშვილი ამბობს, თუ 2028
წლამდე ევროკავშირი
ჩათვლის, რომ აქვს მზაობა
საქართველოსთან
მოლაპარაკების გახსნაზე,
ამას მმართველი გუნდი
მხოლოდ და მხოლოდ
მიესალმება.“მრჩება
შთაბეჭდილება, რომ ის
შინაარსი, რომელიც იქნა
ნათქვამი და გაკეთებული
პრემიერის მიერ და რა
გადაწყვეტილებაც არის
მიღებული, ბოლომდე ამის
გაანალიზება არ ხდება. ჩვენ
ვაპირებთ ყველა ის ნაბიჯი,
რომელიც ტექნიკური
თვალსაზრისით არის
აუცილებელი ევროკავშირში
გასაწევრიანებლად, უნდა
გადაიდგას. ამ ნაბიჯების
გარეშე არავინ არ
მიგვიღებს ევროკავშირში.
ეს არის ტექნიკური საკითხი,
უამრავი საკითხი, რომ
საზოგადოებას კარგად
ჰქონდეს გააზრებული ყველა
მიმართულებით, იქნება ეს
ვაჭრობა, თევზჭერა,
ენერგეტიკა და ა.შ. ყველა იმ
ნაბიჯის გადადგმა, რომელიც
საქართველოს და
ევროკავშირს, ადეკვატურს
გახდის ამ სისტემებში
ერთმანეთთან. ჩვენ თავად,
ყოველგვარი
ევროკავშირისგან მიღებული
საბიუჯეტო გრანტების
გარეშე, გადავწყვიტეთ, რომ
ეს ნაბიჯები გადაგვედგა.
რადგან, ეს საბიუჯეტო
გრანტები და
მოლაპარაკებების გახსნა
არ გახდეს პედალირების
ინსტრუმენტი,“ – აცხადებს
დავით მათიკაშვილი.როგორც
ის ამბობს, “ქართული
ოცნების“
გადაწყვეტილებებში არსად
წერია, რომ რაიმე ფორმით
უკან იხევს ევროკავშირთან
ინტეგრაციაში.“ჩვენ არ
გვითქვამს, რომ
ევროკავშირთან რაიმე
ფორმით ვაჩერებთ
ურთიერთობას ან ვაჩერებთ
პროგრესს. ევროკავშირმა
ძალიან კარგად იცის,
საქართველოში მიმდინარე
მოვლენები, ისიც ძალიან
კარგად იცის, რომ არ
გაყალბებულა არჩევნები,
ისიც იცის, რომ მიხეილ
სააკაშვილი არ უნდა
გათავისუფლდეს ციხიდან და
იმასაც გადასარევად უნდა
ხვდებოდეს, რომ ერთ
კაბინეტში “ქართული
ოცნების“ ლეგიტიმურად
არჩეულ ხელისუფლების
წარმომადგენლებს რომ
ხვდება, მეორე კაბინეტში
ადეიშვილთან არ უნდა
ჰქონდეს შეხვედრები. ამ 4
წლის განმავლობაში,
პრემიერმა ბრძანა, რომ თუკი
ვინმე გადაწყვეტს და
მაგიდაზე დადებს ფურცელს,
რომ გავხსნათ ეს
მოლაპარაკება, ჩვენ
წინააღმდეგი კი არ
ვიქნებით, სიამოვნებით
მოვაწერთ ხელს.არსად არ
წერია “ქართული ოცნების“
გადაწყვეტილებებში, რომ
ჩვენ რაიმე ფორმით უკან
ვიხევთ ევროკავშირთან
ინტეგრაციაში.
ევროკავშირმა კანდიდატის
სტატუსის მიცემა შანტაჟის
იარაღად გამოიყენა.დღეს,
როდესაც მოლაპარაკება
აქვს გახსნილი, მაგრამ
რეალურად არ დაწყებია არც
ერთ ქვეყანას, საქართველოს
შემთხვევაში
მოლაპარაკების გახსნის
საკითხს, პედალირების,
მუქარის და შანტაჟის
ინსტრუმენტად იყენებენ.
ჩვენ ვთქვით, რომ
ევროკავშირთან
ინტეგრაციას ჩვეულებრივად
ვაგრძელებთ, ჩვენი ხარჯით,
ყოველგვარი მათი
საბიუჯეტო შემოსულობების
გარეშე იმ ტექნიკურ
ნაბიჯებს, რომლებიც არის
დაკავშირებული
ევროკავშირთან
ხელშეკრულებების
შესრულებაზე, ჩვენ თვითონ
გადავდგამთ 2028 წლამდე. თუ
მანამდე ევროკავშირი
ჩათვლის, რომ აქვს მზაობა
ჩვენთან მოლაპარაკების
გახსნაზე, მხოლოდ და მხოლოდ
მივესალმებით და
სიხარულით მოვუწერთ ხელს.
ხოლო თუ ასეთი რამ არ
იქნება, 2028 წელს, უკვე
საქართველო თვითონ
მოახდენს მოლაპარაკების
კვლავ გახსნის
ინიცირებას,“- აცხადებს
დავით მათიკაშვილი.