ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან, ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ – კახა კალაძე ოპოზიციონერების ვიზიტებზე

Primetime.ge 3 საათი წინ 3
ჩვენ ამომრჩეველს ვხვდებით, ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან, ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ იმოქმედონ – კახა კალაძე ოპოზიციონერების ვიზიტებზე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვაშინგტონში და „ლელოს“ წევრების ბრიუსელში ვიზიტებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ოპოზიციონერების ვიზიტებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან და  დავალებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ.„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს საქართველოსთან, ქართველებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. დასტურია, რომ ისინი იმართებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ჩვენ დავდივართ და ყოველდღიურად ამომრჩეველს ვხვდებით, ვესაუბრებით იმ პროექტებზე, რასაც მომდევნო ოთხ წელში განვახორციელებთ. ისინი კი უცხოეთში თავიანთ პატრონებს ხვდებიან. ალბათ მითითებებს იღებენ, როგორ უნდა იმოქმედონ. ეს არის სხვაობა - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემსახურება და ესაუბრება ქართველ ხალხს. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, აკეთებს ქართულ საქმეს. ხოლო მათ მოქმედებას, ზრახვებს ქვეყანასთან დაკავშირებით, საზოგადოება კარგად ხედავს. ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად აფასებს და როგორც საპარლამენტო არჩევნებზე გამოუტანა მათ განაჩენი, იმავეს გაუკეთებს თვითმმართველობის არჩევნებზეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია