საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი მაკა
ბოჭორიშვილი
თანამდებობაზე მის
წარდგენას და პარლამენტში
მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადებაზე მსჯელობას
სოციალური ქსელ X-ში
ეხმიანება. ის აღნიშნავს,
რომ მისთვის არის პატივი და
პრივილეგია საქართველოს
პარლამენტს წარუდგინოს
საგარეო პოლიტიკის
პრიორიტეტები."ჩემთვის იყო
პატივი და პრივილეგია
წარმომედგინა საქართველოს
პარლამენტისთვის საგარეო
პოლიტიკის პრიორიტეტები
საქართველოს მთავრობის
ახალი შემადგენლობისთვის
ნდობის გამოცხადების
საკითხის ფარგლებში", -
დაწერა
ბოჭორიშვილმა.საქართველოს
პარლამენტმა დღეს
პლენარულ სხდომაზე 84 ხმით
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის
ხელმძღვანელობით
მთავრობის განახლებულ
შემადგენლობას ნდობა
გამოუცხადა.