ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას - კახა კალაძე

Primetime.ge 1 დღე წინ 10
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას - კახა კალაძე
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროკავშირის ელჩს გავაძევებდი, რადგან, პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი ასრულებს დავალებას და რასაც ეუბნებიან, იმას ამბობს.„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ, რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება და მართლა თუ გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას – რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კითხვაზე, ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერი პასუხობს, რომ ეს მხოლოდ მისი შეხედულებაა და მსგავსი საკითხი არ განიხილება.„ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს? მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია