შოთა არველაძემ აქციაზე
განაცხადა, რომ
ხელისუფლება არ უსმენს და
არ ელაპარაკება ხალხს, როცა
ორი კვირაა, ვიმეორებთ, რომ
მზად ვიყავით ნებისმიერ
ფორმატში, მათ შორის საჯარო
ფორმატში საჯარო
დისკუსიისთვის, მოვიდეს
შოთა არველაძე,
წამოიყვანოს, ვისი
კომპეტენციისაც სჯერა,
დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
აქვე ვაკეთებ ამ
შეთავაზებას, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, ყველა გაურბის
დისკუსიას და მიზეზი არის
ის, რომ მათ იციან, სად არის
სიმართლე.„ჩვენ ორ კვირაზე
მეტია, ვთავაზობთ
საზოგადოებას ღია, თუ არა
ღია, ნებისმიერი ფორმატის
დისკუსიას, ყველა გაურბის
დისკუსიას, ორ ადამიანს
ჰქონდა მცდელობა,
შემოსულიყო დისკუსიაში და
ისე დააბულინგეს, რომ მათაც
ვერ შეძლეს. ყველა გაურბის
დისკუსიას. ყველას ეშინია
საჯარო თუ არასაჯარო
დისკუსიის. არასაჯაროსაც
კი ვთავაზობთ. დახურულ კარს
მიღმა მოვიდნენ და
ვისაუბროთ. ამასაც კი
გაურბიან. ამისაც ეშინიათ.
საჯარო დისკუსიის კიდევ
უფრო მეტად ეშინიათ. რატომ,
მიზეზი არის პირველ რიგში
ის, რომ მათ იციან, სად არის
სიმართლე. არავითარი
ევროინტეგრაცია ჩვენ რომ
არ შეგვიჩერებია ესეც
აბსოლუტურად ყველამ გაიგო.
ღიად ვერ ითხოვენ ისინი
რიგგარეშე არჩევნებს.
ადამიანების უმეტესობას
არ აქვს იმის სურვილი, რომ
რიგგარეშე არჩევნები ასე
საჯაროდ მოითხოვოს, მათ
შორის, ოპოზიციური
ამომრჩევლის უდიდესი
ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს
რიგგარეშე არჩევნების
მოთხოვნას. მათ თვითონ
ეთაკილებათ ის, რომ ხმა
მისცეს იგივე სააკაშვილის,
გვარამიას, ხაზარაძის თუ
გახარიას პარტიას. ამიტომ,
ღიად მოთხოვნასაც კი ვერ
აყენებენ. ამიტომ გაურბიან
საჯარო დისკუსიას. ჩვენი
შეთავაზება რჩება ძალაში.
კონკრეტული ადამიანები
გამოდიან ხოლმე აქციებზე
განცხადებებით, რომ არავინ
გველაპარაკება, რატომ არ
ესაუბრებიან ამ ხალხს,
გამოდიოდა თუ არ ვცდები,
შოთა არველაძე აქციაზე. მან
განაცხადა, რომ
ხელისუფლება არ უსმენს და
არ ელაპარაკება ხალხს, როცა
ორი კვირაა, ვიმეორებთ
იმას, რომ მზად ვიყავით
ნებისმიერ ფორმატში, მათ
შორის საჯარო ფორმატში
საჯარო დისკუსიისთვის.
მოვიდეს შოთა არველაძე,
წამოიყვანოს, ვისი
კომპეტენციისაც სჯერა,
დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
აქვე ვაკეთებ ამ
შეთავაზებას. რამდენჯერაც
გავაკეთე ასეთი
განცხადება, იმდენჯერ
მივიღე დუმილი პასუხად.
მიზეზი არის მარტივი -
სიმართლე სადაც არის,
ყველამ ძალიან კარგად იცის,
უბრალოდ, ვიღაცებს აქვს ეს
პოლიტიკური, რაღაც
რელიგიური რწმენა, რომ
სააკაშვილი, გვარამია,
ხაზარაძე და გახარია არიან
უკეთესები. ამ რწმენას რა
შეიძლება ვუყოთ, ჩვენ არ
ვიცით, მაგრამ კიდევ
ერთხელ, საჯარო დისკუსია ეს
არის ის, რასაც ვთავაზობთ
ამ ადამიანებს, უკვე ორ
კვირაზე მეტია, თუმცა,
ვხედავთ, რომ ჩვენს
ოპონენტებს ზუსტად ისე
ეშინიათ ამ დისკუსიის,
როგორც ეშმაკს ჯვრის“, -
განაცხადა პრემიერმა.