საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს ინფორმაციით,
შოვში, ე.წ. რკინის წყლის
მიმდებარედ, 2023 წლის
სტიქიის დროს დაღუპულთა
ხსოვნის პატივსაცემად
მემორიალი
შენდება.საქართველოს
ინფრასტრუქტურის მინისტრი
რევაზ სოხაძე მემორიალის
სამშენებლო პროცესს
ადგილზე გაეცნო
საქართველოს პარლამენტის
წევრ გოჩა ენუქიძესთან და
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის სახელმწიფო
რწმუნებულ პაპუნა
მარგველიძესთან
ერთად.„მემორიალი 2023 წლის 3
აგვისტოს სტიქიური
უბედურების დროს
დაღუპულთა ხსოვნის
პატივსაცემად შენდება.
პროექტი ადგილობრივი
ბიუჯეტით ფინანსდება და
მისი დასრულება 2025 წლის
აგვისტოშია დაგეგმილი
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტს
დაგეგმილი აქვს, სტიქიის
შედეგად დაზიანებული,
შოვამდე მისასვლელი ორი
ხიდის
მშენებლობა-რეაბილიტაცია“,
– ნათქვამია საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
ინფორმაციაში.