შვეიცარიაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე სოსო გიორგაძემ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის შესახებ სამმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი

Primetime.ge 13 საათი წინ 8
შვეიცარიაში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე სოსო გიორგაძემ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის შესახებ სამმხრივ მემორანდუმს მოაწერა ხელი
ჟენევაში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქპატენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.ახალი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტების პირველ ნაკადს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს.სამმხრივ მემორანდუმს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ მოაწერეს.საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. ეს იქნება პირველი ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც რეგიონში არ აქვს ანალოგი. კურსდამთავრებულები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა WIPO-ს აკადემიის სპეციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამაგისტრო პროგრამების დანერგვას გულისხმობს. KIU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოში რიგით მე-19 იქნება. WIPO აქტიურად მონაწილეობს პროგრამის გლობალურ პოპულარიზაციაში, უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და სტიპენდიებით უზრუნველყოფაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის სამაგისტრო პროგრამის ცნობადობასა და ხელმისაწვდომობას.აღსანიშნავია, რომ კურიკულუმის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სტრასბურგის უნივერსიტეტის ინტელექტუალური საკუთრების კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CEIPI), სოციალური მეცნიერებების სინგაპურის უნივერსიტეტის, საქპატენტისა და KIU-ს წარმომადგენლები. ერთწლიანი პროგრამა ინგლისურ ენაზე განხორციელდება და სწავლებას გაუძღვებიან საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი ლექტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლების მოწინავე სტანდარტებსა და სტუდენტებს გაუზიარებენ სფეროს უახლეს ტენდენციებს.სამაგისტრო პროგრამის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადებას ინტელექტუალური საკუთრების მართვის, ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის მიმართულებით, რაც მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზის, ასევე, ბიზნესის მართვის სტრატეგიების შესწავლას.საქპატენტისთვის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისთვის, საგანმანათლებლო პოლიტიკაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მდგრად განვითარებასა და პროფესიონალთა რაოდენობის ზრდას. ამ მიმართულებით, საქპატენტი მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს WIPO-სთან.ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამაგისტრო საფეხურზე განათლების ხელმისაწვდომობის საჭიროება ჯერ კიდევ 2015 წელს, საქართველოს მთავრობასა და WIPO-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, გამოიკვეთა. ამ მიზნის მისაღწევად კი 2023 წლიდან დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და აკადემიური რესურსებით, რაც განაპირობებს ამ მასშტაბის საერთაშორისო პროგრამის წარმატებით განხორციელებას.აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმზე მუშაობის პარალელურად, საქპატენტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობითა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები. 2025 წლის თებერვლიდან კი ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოს ბიზნესის და ადმინისტრირების სწავლების სფეროს დაემატა „ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტი“. ეს სიახლე შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს საქართველოში მიიღონ სპეციალიზებული განათლება ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით და გახდნენ დარგის პროფესიონალები.ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და ქართველ ახალგაზრდებს მისცემს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი რევაზ ლომინაძე, WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, განვითარების თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი დირექტორი ბიატრის ამორიმ-ბოჰერი, გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების სამმართველოს (TDC) დირექტორი ჰაბიბ ჰასანი, TDC პროგრამის უფროსი ოფიცერი ემილ ჰასანოვი და WIPO-ს აკადემიის მრჩეველი ვიქტორ ოვადე
სრულად წაიკითხეთ სტატია