ძალიან საინტერესო
ინტერვიუ იყო. ეს არის
ადამიანი, რომელსაც
თანამედროვე მსოფლიოში
უსმენენ, მისი ანალიზი
ყველასთვის ძალიან
მნიშვნელოვანი და
ანგარიშგასაწევია, - ასე
გამოეხმაურა , ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე და პარტიის
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე
კოლუმბიის უნივერსიტეტის
„მდგრადი განვითარების
ცენტრის" დირექტორის, ჯეფრი
საქსის ინტერვიუს, სადაც
საქსმა თქვა, რომ სახეზეა
აშშ-ის ჩართულობით
საქართველოში
ხელისუფლების შეცვლის
მცდელობა.„შემთხვევითი არ
არის, თუ ეს ადამიანი
საუბრობს იამზე, რასაც ჩვენ
წლების განმავლობაშია
ვსაუბრობთ. ჩვენ ვამბობთ
სიმართლეს, რომ ბუნებრივი
ინტერესის სხვადასხვა
ძალების იყო და არის ჩვენი
ქვეყნის მეორე ფრონტად
ქცევა. ცდილობენ დაგვსაჯონ
იმისთვის, რომ ამის
შესრულებაში არ
გამოვადექით.
დააავადმყოფეს ადამიანები
- „ბებიას ვერასროს ერქმევა
„ბაბუშკა“ - ამ
ტრანსპარანტით რომ
გამოდის ადამიანი, უკვე აქ
სერიოზულ პრობლემებთან
გვაქვს საქმე, რაღაცას
ისეთს უდებენ ადამიანებს
ტვინში, რომ ამის აღქმა
სერიოზულად აღარ შეიძლება.
სასარგებლო იდიოტებს რომ
ეძახიან ეს ადამიანები - არ
უნდა აძახებინოს თავი არც
ახალგაზრდამ, არც
ხანშიშესულმა ვიღაც
ნაცკლასტერის
აგენტ-წარმომადგენლებს
სასარგებლო იდიოტი.
რეალობა ერთია,
შეუძლებელია სჯიდნენ
ქვეყანას, რომელიც
ევროინტეგრაციის გზას
მართლაც ღირსებით და
ნამდვილი დემოკრატიით
ადგას და მისაბაძი იყოს
ქვეყანა, რომელიც ესენგეს
წევრია და კორუფციაში
იხრჩობა. შენი საუბარი
ერთიერთში ნაცის საუბარს
რომ ემთხვევა, იმ ნაცისას,
რომელმაც ყველაფერი
გააკეთა, რომ ეს ქვეყანა
ყველაფრით დაშორებოდა
ევროპას, ყველაფერი
გააკეთა ომში
შევარდნილიყო, თავის
სამხედროებს ომის
დანაშაული დაჰბრალდა, ამ
ხალხის ნალაპარაკევს რომ
ემთხვევა ერთი ერთში შენი
საუბარი, უნდა დაფიქრდე,
რაღაცას არასწორად ხომ არ
მსჯელობ და ფიქრობ“, -
აღნიშნა მდინარაძემ.