სურსათის უვნებლობის
სპეციალისტი ირაკლი
არაბული მოსახლეობას
საშიში პარაზიტის შესახებ
აფრთხილებს, რომელიც უმ ან
არასათანადოდ დამუშავებულ
თევზში შესაძლოა
აღმოჩნდეს.„რადგან ეს
პარზიტებიც
აქტუალურია,კიდევ ერთხელ
მოგაწვდით ინფორმაციას
მათ შესახებ:ფოტოზე
გამოსახულია ანიზაკიდების
(Anisakis) ლარვები, რომლებიც
ხშირია ზღვის პროდუქტებში,
განსაკუთრებით
თევზში.საფრთხე, რომელსაც
ეს პარაზიტი ქმნის!
ანიზაკიდოზი – ეს არის
მძიმე პარაზიტული
ინფექცია, რომელიც
ადამიანს შეიძლება
დაემართოს უმი ან
არასათანადოდ
დამუშავებული თევზის
მიღებით. რისკები და
სიმპტომები:• ძლიერი
მუცლის ტკივილი•
გულისრევა და ღებინება•
დიარეა და ალერგიული
რეაქციები• ზოგჯერ
ქირურგიული ჩარევაც კი
საჭიროა, რადგან ლარვები
კუჭ-ნაწლავის კედელში
იჭრებიან!როგორ ავიცილოთ
თავიდან?თერმული
დამუშავება – თევზის
კარგად შეწვა, მოხარშვა ან
60°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე
დამუშავება. გაყინვა (-20°C
მინიმუმ 24 საათი) – კლავს
პარაზიტებს“, - წერს ირაკლი
არაბული.