დღეს საქართველოს
კონსტიტუციის დღეა.1995 წლის 24
აგვისტოს პარლამენტის
იმდროინდელმა
შემადგენლობამ ქვეყნის
უზენაესი კანონი მიიღო.
კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის
ახლად არჩეული
პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის
დღიდან შევიდა.1995 წლის 24
აგვისტოს ქვეყნის
პარლამენტმა დაამტკიცა
კონსტიტუციის ახალი
რედაქცია, რომლის
თანახმადაც საქართველო
აღიარებულ იქნა
დამოუკიდებელ, ერთიან და
განუყოფელ სახელმწიფოდ
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე,
მათ შორის ცხინვალის ოლქსა
და აფხაზეთის
ავტონომიაში.კონსტიტუციის
თანახმად, საქართველოს
სახელმწიფოს პოლიტიკური
წყობილების ფორმად
დეკლარირებულ იქნა
დემოკრატიული
რესპუბლიკა.სახელმწიფო
ხელისუფლება, როგორც ყველა
დემოკრატიულ
სახელმწიფოში, ეყრდნობა
ხელისუფლების დანაწილების
პრინციპს.1993 წლის 16
თებერვალს სახელმწიფოს
მეთაურმა და ამავდროულად
პარლამენტის თავმჯდომარემ
ედუარდ შევარდნაძემ
პარლამენტს წარუდგინა
წინადადება, საქართველოს
სახელმწიფო საკონსტიტუციო
კომისიის შექმნის შესახებ,
რომელმაც შემდგომ
უზენაესი კანონი
შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118
წევრისგან შედგებოდა.