უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანი
ტრაგიკულად დაიღუპა. მას
ახლობლები და მეგობრები
ემოციურად
ემშვიდობებიან:"სვანური
კულტურის თანახმად მთაზე
ასვლა ნიშნავს, შეხვედრას
საკუთარ თავთან. უშბა კი ამ
შეხვედრის ყველაზე მკაცრი
ფორმაა. არ არსებობს ამაზე
დიდი გამოცდა და
განსაცდელი.სვანები
იტყოდნენ:თუ უშბა
მოგიტაცებს, მანამ არ
გაგიშვებს, სანამ არ
გახდები ის, ვინც უნდა
იყო.თუ უშბამ დაგკარგა,
ღირსეულად არ გიცხოვრია.თუ
უშბამ ჩაგიხუტა შენ რჩეული
ყოფილხარ და კავკასიონის
გოლიათმა უშუალოდ
მიგაცილა
ღმერთამდე.სამწუხაროდ
ნაადრევად ჩაიხუტა უშბამ
კიდევ ერთი ღირსეული
ქართველი. არაერთხელ
შეხვედრიხარ უშბას და მან
ყველაზე კარგად უწყოდა რა
გულიანი ადამიანიც იყავი.
"ალპურ სამყაროში" შენს
მიერ განვლილი ნაბიჯები
უკვალოდ არ გაქრება
მეგობარო",-წერს ნიკას
მეგობარი.